— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთი ტყუილი და მანიპულაცია გაავრცელა. 

გორდულაძის განცხადებით, ტყუილია, რომ მოპასუხე პარტიები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ცდილობდნენ, ვინაიდან, 2019-2025 წლებში, ისინი ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას. 

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე არ ითხოვს პროდასავლური პარტიების აკრძალვას, არამედ, სარჩელით მოთხოვნილია იმ პარტიების აკრძალვა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ტყუილია, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ითხოვდნენ და ამის გამო იკრძალებიან.

სინამდვილეში, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან.

ტყუილია, რომ ჩვენ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ.სინამდვილეში, ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ; ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომელმაც 2003-2012 წლებში ადამიანის წამების სისტემური და სისტემატური რეჟიმი შექმნა. ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ამ სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არ ემიჯნებიან და თანამშრომლობენ მასთან; ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ საქართველოს სუვერენიტეტს და უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი,“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.