— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია ანა წითლიძის განცხადება, თითქოს დანაშაულისგანარგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია,

არჩილ გორდულაძე: ტყუილია ანა წითლიძის განცხადება, თითქოს დანაშაულისგანარგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია,

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ,არჩილგორდულაძე ანა წითლიძის პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოსძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია, სიმართლეს არშეესაბამება.


მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკით (მათშორის Refah-ისა და batasuna-ს საქმეებზე), პარტიის ან მისი წევრების მიერძალადობისგან მყისიერად არგამიჯვნა სრულად შეერაცხება პოლიტიკურ ძალას დაკონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.


“ტყუილია, რომ დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია.
სინამდვილეში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარადდადგენილი პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, Refah-ისა და batasuna-ს საქმეში, ერთიპარტიის მიერ, მეორე პარტიის ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა, ასევეპოლიტიკური პარტიის მიერ ,თავისი წევრების ძალადობრივი ქმედებებისგანმყისიერად არგამიჯვნა, სრულად შეერაცხება იმ პარტიას, რომელიც უარს აცხადებსგამიჯვნაზე. შესაბამისად, არგამიჯვნა კონკრეტული სამართლებრივი შედეგებისმომტანია.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.