— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პარტიების გაუქმებაპოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პარტიების გაუქმებაპოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილგორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური თანამშრომლობის გამოხდება, ტყუილია.


მისი თქმით, პარტიებს პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ედავებიან — საქმე ეხებათანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციურ ქმედებებში. გორდულაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით დაცული პოლიტიკურითანამშრომლობისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციისსაწინააღმდეგო საქმეში თანამშრომლობა პარტიის აკრძალვის საფუძველია.


“ტყუილია, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკურითანამშრომლობის გამო სურს.  
სინამდვილეში: სარჩელში მითითებულ პარტიებს ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობასარ ვედავებით. სარჩელში მითითებულ პარტიას ჩვენ ვედავებით თანამშრომლობასქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში. ჩვენიკონსტიტუციით მართლაც არის დაცული პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამდაუშვებელია და პარტიის აკრძალვის საფუძველია თანამშრომლობა ქვეყნისეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში.”- განაცხადაარჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.