ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანადგადააბარა და მიუხედავად მის ხელში დარჩენილი ბერკეტებისა, ქართული ოცნებისმიერ ხელისუფლების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია, – განაცხადაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისმხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო, ამასთან სააკაშვილი ხელისუფლების დათმობაში ამერიკელმა სენატორებმადაარწმუნეს.
“სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისმხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დათმობამდე სააკაშვილი რამდენიმესაათით ადრე 2 ამერიკელ სენატორს შეხვდა, რომლებმაც ის ხელისუფლებისმშვიდობიანად დათმობაში დაარწმუნეს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომსააკაშვილმა ხელისუფლება საკუთარი ნებით დათმო – აბსურდია.
გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ სანამ სააკაშვილი ჯერ კიდე პრეზიდენტის პოსტს მცირედროის განმავლობაში იკავებდა, მან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულკანონებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შექმნილი დრაკონულიკანონების შეცვლასა და გაუქმებას ითვალისწინებდა, 13 ვეტო დაადო,” – აღნიშნაგორდულაძემ.