— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლისარჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლისარჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილგორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არათავისუფლად დაარასამართლიანად შეაფასა, სიცრუეა.


მისი თქმით, ეუთო/ოდირს მსგავსი რამ არ უთქვამს. პირიქით, საერთაშორისოსადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, ყველას ჰქონდა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა, ხოლო მისიისხელმძღვანელმა ბრიფინგზე არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობაგამოხატა.

“ტყუილია, რომ ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ჩაწერა, რომ საქართველოშიჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არყოფილა.
სინამდვილეში: ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებითავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილაო. პირიქით, ეუთო/ოდირმა სრულადშეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და დაასკვნა, რომ არჩევნები კარგადორგანიზებული იყო, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანიდაეფიქსირებინა და მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გამოხატა მზაობა არჩეულხელისუფლებასთან თანამშრომლობის.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.