ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო, – ასე პასუხობსპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციოსასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.
გორდულაძის თქმით, 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი
“სინამდვილეში: 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი და შეკრებისმონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელებისკანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და ძალადობრივი აქციისმონაწილეები ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რაც დადასტურებულიამათივე აღიარებებითა და საპროცესო შეთანხმებებით,” – განაცხადა გორდულაძემ.