— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ნაცმოძრაობის“ დროინდელ არცერთთანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონია

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ნაცმოძრაობის“ დროინდელ არცერთთანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილგორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაზე ბრალი არ ჰქონიათ, სიმართლეს არ შეესაბამება.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედარის ცნობილი 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, რაცელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტია. გარდა ამისა, ის მსჯავრდებულიავალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილებისგადამეტების, ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე, რაფაქტებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, რომმართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.


“ტყუილია, რომ ნაცმოძრაობის დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზებრალი წარდგენილი არ ქონია.
სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერდამნაშავედ არის ცნობილი, 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის. სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედარის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივიუფლებამოსილების გადამეტებისთვის, ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელებისშეწყალების საქმეზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვალერი გელაშვილის ცემისსაქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე ადამიანისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართმართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.”- განაცხადა არჩილგორდულაძემ .

მსგავსი სიახლეები.