საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილგორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სასამართლომ ახობაძისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება დაადასტურა, ტყუილია.
მისი თქმით, არცერთ ინსტანციას მსგავსი ფაქტი არ დაუდგენია. მიუხედავადგამამართლებელი განაჩენისა, ეს არ ნიშნავს ჩადების დადასტურებას — ეს მხოლოდიმას ადასტურებს, რომ ბრალდება იმ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არდამტკიცდა, რომელიც პრაქტიკაში არსებობს.
“ტყუილია, რომ ახობაძისთვის ნარკოტიკის ჩადება სასამართლომ დაადასტურა.
სინამდვილეში: არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ახობაძესნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მართალია, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენიიქნა გამოტანილი, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა თავისთავად არნიშნავს იმას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, აღნიშნული მხოლოდ იმასადასტურებს, რომ მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა იმ მაღალიმტკიცებულებითი სტანდარტით არ დადასტურდა, რომელიც პრაქტიკაში ქართულიოცნების ხელისუფლებამ დაამკვიდრა.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.