დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უმსხვილეს ბანკებთან, მათ შორის, „გაზპრომბანკთან“, „სბერბანკთან“ და „ვითიბი“ ბანკთან ტრანზაქციები ნებადართულია, თუ ისინი ატომური ენერგიის სამოქალაქო პროექტების შენარჩუნებას ემსახურება.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი, გამონაკლისი 2026 წლის 18 ივნისამდე მოქმედებს და მოიცავს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაიწყო.




