აშშ-მა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სანქციების შემსუბუქება იმ ფონზე მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში კონფლიქტის გამო ნავთობის მიწოდების გაზრდის გზებს ეძებს.

კერძოდ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანიებს Petróleos de Venezuela S.A და PDVSA მისცა უფლება პირდაპირ მიჰყიდონ ვენესუელური ნავთობი ამერიკულ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე.

როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა მას შემდეგ, რაც მრავალი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ვენესუელის მთავრობასთან ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებებს ბლოკავდა.

უახლესი

მსგავსი სტატიები