აშშ-ში ერთცენტიანი მონეტების გამოშვება შეწყვიტეს

აშშ-ში ერთცენტიან მონეტებს აღარ გამოუშვებენ. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს არააქტუალური და ძვირია.

ერთცენტიანი ნომინალის მონეტას აშშ-ში 232 წლის განმავლობაში ჭედავდნენ. წარმოების ფასის ზრდამ და მოთხოვნის შემცირებამ პენის (მონეტის სახელწოდება) გამოჭედვა „ფინანსურად არამყარი და უსარგებლო“ გახადა.

1 მონეტის გამოშვების ხარჯმა 3,69 ცენტი შეადგინა, მაშინ, როცა 10 წლის წინ ეს მხოლოდ 1,42 ცენტი იყო. უკანასკნელი პენი 12 ნოემბერს, ფილადელფიაში გამოჭედეს. გამოშვების შეწყვეტის მიუხედავად, არსებული მონეტების გამოყენება კვლავ დაშვებულია.

უახლესი

მსგავსი სტატიები