თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა იქნება: „ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრობას ხმის უფლების გარეშე, თუმცა, იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივად მოჰყვეს” ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება – ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველო

ავსტრიაში, საერთაშორისო ფესტივალ Orange Wine Festival-ზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ავსტრიაში, საერთაშორისო ფესტივალ Orange Wine Festival-ზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში, Orange Wine Festiva-ში მონაწილეობდა.

Orange Wine Festival-ი 2012 წლიდან იმართება ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფესტივალში საქართველოს მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე, რაც ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობაა.

წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 90 მწარმოებლის 350 ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყნიდან.

ვენაში გამართულ ფესტივალს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, კონსული თამთა კინწურაშვილი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ასევე ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მარნები ქალაქ ნი -იორკში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე, Orange Glou Fair-სა და ქართული ქარვისფერი ღვინის პირველ ფესტივალში, Amber Georgia-ში მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს… საქართველო

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე

4 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული… მსოფლიო

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

4 დღის წინ3 წთ
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია მსოფლიო

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის  საუკეთესო ოცეულშია

7 დღის წინ2 წთ