აზიის მასშტაბით, პეკინიდან ბანგკოკამდე, მილიონობით ადამიანი მთვარის კალენდრით ახალი, ცეცხლოვანი ცხენის წლის დადგომას ზეიმობს.
მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი, კალენდრის პირველ ახალმთვარეობას ემთხვევა. ის 15-დღიანი ფესტივალით აღინიშნება და ყოველწლიურად 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში იმართება.
დღესასწაულისთვის სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებულ კერძებს ამზადებენ.




