— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: 2026 წელს ბათუმში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: 2026 წელს ბათუმში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ბათუმის მერის, გიორგი ცინცაძის განცხადებით, ბათუმის ბიუჯეტში, რომელიც 570 მილიონ ლარს შეადგენს, სრულად არის ასახული ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები.

მისივე თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ეს მოიცავს საგზაო და კომუნალურ მიმართულებებს, რომლებიც დღეს ბათუმისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, ასევე ავარიული საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოგვარებას. ამასთან, მნიშვნელოვანი დაფინანსება მიემართება ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, რეკრეაციული სივრცეების შექმნისა და სხვა სოციალური პროგრამებისაკენ.

ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. მომავალი წლისთვის დაგეგმილი ინიციატივები კიდევ უფრო მასშტაბურია.

„ერთ-ერთი მთავარი პროექტია ბათუმის შემოვლითი გზის გაფართოება, ტროტუარებითა და განათების სისტემებით, რის შედეგადაც მივიღებთ ოთხზოლიან გზას. ეს, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე, მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას. ასევე, იგეგმება რამდენიმე ახალი დაერთების მოწყობა. ქალაქი იზრდება და დგას როგორც ახალი გზების მშენებლობის, ისე არსებული გზების გაფართოების აუცილებლობა,“ – განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

ბათუმის მერის განცხადებით, 2026 წელს ეტაპობრივად დაიწყება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მონაკვეთებს, სადაც სანიაღვრე სისტემები მოუწესრიგებელია. მისი თქმით თითოეული პროექტი მიმართულია ქალაქის განვითარებისა და ბათუმელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ