— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა „დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი: ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე
პოლიტიკა

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ფარტენაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასწრება ჩვენი პროფესიული ინტერესია

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ფარტენაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასწრება ჩვენი პროფესიული…

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, იურისტი ნიკა ფარტენაძე “ტვ პირველთან” განმარტავს, თუ რატომ ესწრებიან სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და უარყოფს გავრცელებულ ცნობებს პოლიტიკურ ორგანიზებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პროცესზე დასწრება სტუდენტების, განსაკუთრებით კი სამართალმცოდნეების ბუნებრივი პროფესიული და მოქალაქეობრივი ინტერესია.

ფარტენაძე აღნიშნავს, რომ მათ “ქართულ ოცნებასთან” არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ და სასამართლო დარბაზში შესვლას მოქალაქეობრივი უფლების ფარგლებში ელოდებიან, ხოლო პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას უშუალოდ პროცესის მოსმენისა და სასამართლოს მსჯელობის გაცნობის შემდეგ ჩამოაყალიბებენ.

“პროცესია და ვესწრებით, სტუდენტები ვართ, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, სასამართლო პროცესი გვაინტერესებს და სასამართლო პროცესს ვესწრებით. იურისტი გახლავართ, უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ასევე მაგისტრატურაზე ვსწავლობ. ბუნებრივია, გვაინტერესებს ის პროცესი, რაც არის და მიმდინარეობს, დაორგანიზება ამას რად უნდა? საზოგადოებრივი ინტერესია სასამართლოსი და ბუნებრივია, ჩვენც გვაინტერესებს, თუ რას განიხილავს სასამართლო ამ ეტაპზე. მედიას გაქვთ თუ არა დაშვება არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მოქალაქეები ვართ და იმედია შევალთ, ველოდებით. “ქართულ ოცნებასთან” კომუნიკაცია არაფერ შუაშია, ჩვენ გვინდა დავესწროთ სასამართლო პროცესს და ვნახოთ, როგორი იქნება. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აქ არა მხოლოდ ჩვენ, როგორც იურისტები, არამედ საზოგადოებრივი ინტერესიცაა – თქვენ, როგორც ჟურნალისტს ხომ გაინტერესებთ ეს, ისევე გვაინტერესებს ჩვენ, სტუდენტებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სტუდენტის აზრი აკრძალვასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არ არის. ოპოზიციის თემას ჩვენ აქ არ განვიხილავთ, რადგან ეს თავად სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილი და არც განხილვა არ ყოფილა ჯერ. პროცესს უნდა დავესწროთ და იმის მიხედვით ჩვენც გამოვიტანოთ დასკვნები”, – განაცხადა ნიკა ფარტენაძემ.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის… პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

47 წთ წინ1 წთ
ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი… პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა

2 სთ წინ1 წთ
ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის… პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა

2 სთ წინ1 წთ