— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა „დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი: ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე
პოლიტიკა

„დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი: ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე

„დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი: ფორუმი…

ფორუმი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ „დიდი კედელი-2026“ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, პენ ძიძუნმა განაცხადა.

როგორც ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მათი მიზანია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება და გლობალური ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარება. მისი თქმით, სწორედ ეს არის აღნიშნული ფორუმის ძირითადი მიმართულებები.

„ჩვენ შევქმენით მაღალი დონის, პროფესიული და თემატური ფორუმები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც დისკუსიები სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე, ჩვენი დროის ცვლილებებზე, მოწინააღმდეგეებსა და ტექნოლოგიებზე ფოკუსირებით. ჩვენი მიზანია, თვალყური ვადევნოთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გავლენას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის პრევენციაზე. ასევე, ყურადღება გავამახვილოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებასა და გლობალური ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარებაზე. სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს აღნიშნული ფორუმის ძირითად მიმართულებებსა და მთავარ ინოვაციებს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“. მან ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში ტერორიზმის გამოვლინების ფორმებზე; ტექნოლოგიური პროგრესის ახალ შესაძლებლობებსა და მათთან დაკავშირებული რისკების ტენდენციებზე.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის… პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

1 წთ წინ1 წთ
ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი… პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა

48 წთ წინ1 წთ
ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის… პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა

49 წთ წინ1 წთ