— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი

ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს…

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

როგორც ივანიშვილი წერს, მის წინააღმდეგ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ის ე.წ „ქოლცენტრებს“ მფარველობს, უკანონო გარიგებებში შედის და მისი მითითებით ადამიანებს აპატიმრებენ.

მისი თქმით, სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.

“საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.
სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.
მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.
ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.
მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.
მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა.”- წერს ბერა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ