— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად – ჩვენი წარმოება ორიენტირებულია დაბალ ფასზე, რაც ჩვენი ბიზნესმოდელის მნიშვნელოვანი ნაწილია

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი…

„ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება – რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უკვე საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად. ჩვენი წარმოება ორიენტირებულია დაბალ ფასზე, რაც ჩვენი ბიზნესმოდელის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ საკმაოდ მყარ პოზიციებს ბაზრებზე. იმედი გვაქვს, სერტიფიკატის მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, შევძლებთ კონკურენციის გაწევას ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი კომპანიების უმეტესობასთან და შევთავაზებთ შესაბამის, კონკურენტულ ფასებს.
რაც შეეხება ფასებს, 2020 წლიდან ჩვენი პროდუქციის ფასები არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულება. საინექციო ხსნარების ძირითადი მწარმოებელი ყოველთვის ჩვენ ვიყავით.
კონკურენტუნარიანობა უკვე გვაქვს იმ იმპორტიორებთან შედარებით, რომელთაც ვეჯიბრებით სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზეც კონკურენტუნარიანები ვიქნებით. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ მაქსიმალურად დაბალი ფასი, რათა წარმოების მოცულობები გავზარდოთ. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ პროცესში მრავალმილიონიანი ინვესტიციების აუცილებლობაა.
როდესაც საქართველოს ბაზარზე ვოპერირებდით, წლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის პროდუქციას ვყიდდით. მოგვიანებით ეს მოცულობა სხვა ბაზრებით ჩავანაცვლეთ. სამწუხაროდ, წარმოების შესაძლებლობები ამ ეტაპზე შეზღუდულია, თუმცა მოდერნიზაციის შემდეგ მოცულობების ზრდა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ჩვენ ვაწარმოებთ ჯენერიკულ პრეპარატებს. როგორც აღინიშნა, ჯენერიკულ პრეპარატებზე ფასნამატი ძალიან დაბალია, რის გამოც კომპანიის განვითარებისა და მოდერნიზაციის დაფინანსება მხოლოდ საკუთარი რესურსებით უკვე რთულია. შესაბამისად, აუცილებელია კომპანიის დაკრედიტება და ფინანსური ვალდებულებების ოპტიმიზაცია, რადგან მწარმოებელი სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს განვითარება.“ – განაცხადა „ბიოფარმის“ წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

6 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

9 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 სთ წინ2 წთ