ბუქარესტში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა. დამწვრობითა და სხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში 13 ადამიანი გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის ფასადი და სკოლა დააზიანა, რის გამოც სკოლიდან მასწავლებლებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

მსგავსი სტატიები