— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

Euronews: აზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან

Euronews: აზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, გააფორმა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები Brookfield Asset Management-თან, BlackRock-თან და Global Infrastructure Partners-თან (GIP)- ამის შესახებ euronews-ი წერს. https://www.euronews.com/business/2026/01/21/azerbaijan-strengthens-investment-ties-with-brookfield-blackrock-gip

მედიის ცნობით, გაფორმებული შეთანხმებები მიზნად ისახავს არსებული ურთიერთობების გაფართოებას. მემორანდუმის თანახმად, SOFAZ და მისი პარტნიორები მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში განიხილავენ ინვესტირებისა და თანაინვესტირების შესაძლებლობებს. ინიციატივები ფოკუსირებული იქნება აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებზე, მათ შორის: ციფრულ და ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, მონაცემთა ცენტრებზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, ენერგეტიკულ გარდაქმნაზე და განახლებად ენერგიაზე, უძრავ ქონებაზე და აეროპორტის ინფრასტრუქტურაზე.
სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ მოსალოდნელია, რომ პროექტები მოემსახურება არა მხოლოდ აზერბაიჯანის შიდა ბაზარს, არამედ ფართო რეგიონულ ეკონომიკასაც.

„[თანამშრომლობის] ძირითადი მიზანია Brookfield-ის, BlackRock-ისა და GIP-ის გლობალური გამოცდილების გაზიარება კომერციულად მდგრადი, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული და ციფრული პროექტების შესამუშავებლად. ამ პარტნიორობის მეშვეობით აზერბაიჯანი მიზნად ისახავს გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც რეგიონული ჰაბი ინფრასტრუქტურული და ციფრული ინვესტიციებისთვის, მოიზიდოს საერთაშორისო კაპიტალი და დანერგოს გლობალურად აღიარებული სტანდარტები პროექტების განვითარებისა და მართვის პროცესში“- წერს Euronews-ი.