— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ე.წ. ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთეს. საუბარია სურსათის ფასების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ე.წ. ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის…

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ბიზნესს არც სათანადო პასუხისმგებლობა აქვს და არც მორალური საზღვრები.

„როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას.
ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ე.წ. ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთეს. საუბარია სურსათის ფასების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე.
ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სურსათზე ფასები უკონტროლოდ არის გაზრდილი და სახელმწიფოს ჩარევას მოითხოვდნენ, დღეს სრულიად საპირისპირო პოზიციას იკავებen, ისინი ფაქტობრივად იცავენ მაღალ ფასებს და სახელმწიფოს აკრიტიკებენ. ამავე დროს, სწორედ ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავენ და ქართველ ხალხს უკეთეს მომავალს სთავაზობენ. რეალურად კი მათი პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის კეთილდღეობას.
სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ბიზნესს არც სათანადო პასუხისმგებლობა აქვს და არც მორალური საზღვრები, რომლებიც ალოგიკური და უსამართლო ფასების დაწესებისგან შეაკავებდა.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

13 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ