— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

„ჩვენი ქვეყანა და მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე… მართლა დასაფასებელია ეს მოქმედება” – სპეციალური რეისით დაბრუნებული მგზავრი

„ჩვენი ქვეყანა და მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე… მართლა დასაფასებელია…

სპეციალური რეისი, მუსკატი-თბილისი შესრულებულია. ომანის სასულთნოდან საქართველოში 170 მგზავრი ჩამოფრინდა.

“რთულია ასეთ ვითარებაში… ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე. მართლა დასაფასებელია ეს მოქმედება”, – ამბობს მედიასთან საქართველოში დაბრუნებული ეწრთ-ერთი მგზავრი, გიორგი გოგშელიძე.

საქართველოს მთავრობამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საომარი მოქმედებების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დანიშნა. სპეციალური რეისები, მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად, ამ დროისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანის სასულთნოდან შესრულდება.

ავიარეისების განრიგი უკვე შეთანხმებულია, სამშობლოში დაბრუნების მსურველებმა კი საელჩოების ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარეგისტრირდნენ.

საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებას.