დასავლეთ თურქეთში ორშაბათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი შენობა ჩამოინგრა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო ეპიცენტრი ბალიქესირის პროვინციის ქალაქ სინდირგიში მდებარეობდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა სტამბოლში, ასევე ბურსის, მანისასა და იზმირის პროვინციებში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი ერლიქაიამ განაცხადა, რომ სინდირგიში, სულ მცირე, სამი შენობა ჩამოინგრა.
„ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა შემოწმება და ზარალის შეფასება გრძელდება“, – განაცხადა სინდირგის ადმინისტრატორმა, დოგუკან კოიუნჯუმ.


