— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ…

საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის კვლევაზე.

ჩიხელიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

ექსპერტი, ასევე, აღნიშნავს, რომ კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული და ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება.

„ საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს.
ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. რაც საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შედეგი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმის საქართველოს მთავრობის კრიტიკა სწორედ ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ხშირად იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების ნდობას კარგავს, თითქოს მისი პოლიტიკა მხარდაჭერას ვერ პოულობს და თითქოს ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობები მთლიანად ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ა.შ.
მაგრამ ერთია არამართლზომიერი კრიტიკა და მეორეა ფაქტი, ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობისადმი ნდობა გაიზარდა. ფაქტია, რომ საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ინტერესების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
შეიძლება პირადი მიზნებიდან გამომდინარე ერთეულებს მთავრობის პოლიტიკა არ მოსწონდეს, მაგრამ აღნიშნული კვლევა ზუსტად ასახავს, ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებას და განწყობებს, ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა არის მოცემულობა, რომლის იგნორირება შეუძლებელია.
კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ