— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა

დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და…

დავით ქაცარავას წამოცდენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის ღალატი და უცხოელებისთვის დახმარების ფაქტი. საზოგადოებამ გაიგო, როგორ ხდებოდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიის კოორდინაცია და ვინ იდგა ამ პროცესის უკან – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით.

მისი შეფასებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი უცხოელი მხარდამჭერების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა.

„მნიშვნელობას კარგავს, გვარად ორჯონიკიძე იქნები, ნანუაშვილი თუ სხვა – ქვეყნის მტრობას გამართლება არ აქვს!
დავით ქაცარავას წამოცდენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის ღალატი და უცხოელებისთვის დახმარების ფაქტი. საზოგადოებამ გაიგო, როგორ ხდებოდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიის კოორდინაცია და ვინ იდგა ამ პროცესის უკან. როცა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს წერილობით აწვდიან ინფორმაციას საკუთარ ქვეყანაზე და ამით საკუთარი ქვეყნის მდგომარეობას ამძიმებენ, ეს ღალატად კვალიფიცირდება.
დღეს გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა.
სამწუხაროდ, აშკარაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკოსების ნაწილს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება პოლიტიკურ პრაქტიკად აქვს ქცეული. ისინი ხშირად მორჩილებენ არა იმ ხალხს, რომელმაც მათ ხმა მისცა, არამედ იმ დასავლელ პატრონებს, რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებულნი არიან და რომელთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ.
როცა საკუთარი ქვეყნის შესახებ მცდარი ან დამაზიანებელი ცნობები უცხოურ ინსტიტუტებში იგზავნება, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მზად არის საკუთარი კეთილდღეობა მსხვერპლად შეწიროს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს.
ქართველ ხალხს ასეთ დროს მეტი პრინციპულობა მართებს. საზოგადოებამ მკაფიო „არა“ უნდა უთხრას დესტრუქციულ ძალებს, რომელთა „დაუღალავი“ მუშაობის შედეგად ქვეყანა წლებია ტურბულენტურ ზონაში იმყოფება. მაგრამ მიუხედავად შიდა და გარე ზეწოლისა, განვითარებას აგრძელებს!“ — წერს ჩიხელიძე.