თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის “ეუთო”-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ და ამის კომპენსაციას ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოს საერთაშორისო დელეგიტიმაციით

დავით ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის “ეუთო”-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის…
x

უპირველეს ყოვლისა – მინდა მადლობა გადავუხადო დავით ქაცარავას მისი “ფროიდისეული წამოცდენის” გამო. “ჭუტავიზიის” ეთერში მან განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი წინასწარ შეჰპირდა: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ის მოწმედ უნდა დაეკითხათ, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მას აღარავინ დაკავშირებია. სწორედ ამიტომ ეს ისტორია “სპონტანური ფაქტების” შეგროვებას ნაკლებად და უფრო წინასწარ აგებულ სქემას წააგავს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ არქიტექტურას – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული გარემოება აჩენს კითხვებს, ხომ არ ჰგავდა ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილ სქემას, სადაც, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ პროცესს.

„უპირველეს ყოვლისა – მინდა მადლობა გადავუხადო დავით ქაცარავას მისი “ფროიდისეული წამოცდენის” გამო. “ჭუტავიზიის” ეთერში მან განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი წინასწარ შეჰპირდა: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ის მოწმედ უნდა დაეკითხათ, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მას აღარავინ დაკავშირებია. სწორედ ამიტომ ეს ისტორია “სპონტანური ფაქტების” შეგროვებას ნაკლებად და უფრო წინასწარ აგებულ სქემას წააგავს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ არქიტექტურას.

ამ ფონზე უნდა გავიხსენოთ, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოს მიმართ 2026 წლის 29 იანვარს ამოქმედდა “ეუთო”-ს 23 სახელმწიფოს მიერ, ხოლო მისიის ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ისტორია, როდესაც ყოფილი ომბუდსმენი – ფიგურა, რომელიც წესით ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას უნდა განასახიერებდეს – ჩნდება წინასწარ შერჩეული რესპონდენტების კოორდინაციის კონტექსტში, და ეს უკვე აღარ არის უბრალოდ „ადამიანის უფლებების“ თემა. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ინსტრუმენტი გადაიქცეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიად.

„მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის “ეუთო”-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ და ამის კომპენსაციას ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოს საერთაშორისო დელეგიტიმაციით. ყველაზე დამაზიანებელი ამ ლოგიკაში ის კი არ არის, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ინსტიტუტებს მიმართავს, “გვიშველეთ” შეძახილით – “დემოკრატიულ პოლიტიკაში” ასეთი რამ ხდება.

დამაზიანებელია ის, როდესაც ხელისუფლებაზე დარტყმის მიზნით, ძირითად ზიანს აყენებ თითქოს და “საკუთარ” ქვეყანას – მის საერთაშორისო რეპუტაციას, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას და საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს. ასეთ დროს უკვე აღარ არის საუბარი მთავრობის შეცვლაზე – საუბარია სახელმწიფოს სისტემურ დაზიანებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სწორედ ამაზე მიუთითა: „სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებზე“, „სელექტიურ ინტერპრეტაციებზე“ და ანგარიშის პოლიტიკურ მიკერძოებაზე.

ამ შეფასებას შეიძლება ვინმე დაეთანხმოს ან არა, მაგრამ არსებული განცხადებებისა და წამოცდენების ფონზე, საზოგადოებას სულ უფრო მეტი საფუძველი უჩნდება ჰკითხოს საკუთარ თავს: სად მთავრდება “სამოქალაქო აქტიურობა” და სად იწყება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ღია ძირგამომთხრელი, აგენტურული, შეგნებული მავნებლობის აგების კონსტრუქცია. ამიტომ პოლიტიკური დასკვნაც საკმაოდ მკაცრი გვექნება: საქართველოს რადიკალური ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ჰგავს არა ხელისუფლების ალტერნატივას, არამედ საგარეო „დასმენების“ (“დანოსების”) ინფრასტრუქტურულ საამქროს, რომლისთვისაც რაც უფრო უარესად გამოიყურება საქართველო საზღვარგარეთ, მით უკეთესია მათი შიდა პოლიტიკური გათვლა.

ეს უკვე აღარ არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ბაზარი, სადაც მთავარ საქონლად საკუთარი ქვეყანა იქცევა. და თუ ნანუაშვილთან დაკავშირებული ისტორია მართლაც ადასტურებს “მოწმეთა ბაზის” წინასწარ კოორდინაციას, მაშინ ეს აღარ არის „ფროიდისეული წამოცდენა“ – არამედ მთელი პოლიტიკური მოდელის გაშიშვლება: ჯერ შიგნით ხდება კონფლიქტის გაცხელება, შემდეგ მასზე იკვრება საჭირო ხმების წრე, და ბოლოს ეს ყველაფერი ექსპორტირდება გარეთ, თითქოს “ნეიტრალური” საერთაშორისო ფაქტობრივი მასალის სახით. მავნებელს, აგენტურას, “დანოსშჩიკს” კი ყოველ ჯერზე – როგორც მინიმუმ, მხილება და გაშიშვლება არ უნდა ასცდეს,“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ