— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედია მენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც…

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ქართული კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენასა და შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.


ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ არაერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც დღეს აღდგენილი და დაცულია, შესაძლოა, ივანიშვილის დახმარების გარეშე სრულად განადგურებულიყო ან უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილიყო.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ კულტურით არ შემოიფარგლებოდა – ის ეხმარებოდა ქართულ ჯარს, მონაწილეობდა პოლიციის რეფორმის განხორციელებაში, ფინანსურად მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტს.

„ნიკა გვარამიასგან ბიძინა ივანიშვილისთვის ქველმოქმედების დაწუნება განსაკუთრებული ცინიზმია. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ქართული კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენასა და შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. არაერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც დღეს აღდგენილი და დაცულია, შესაძლოა მის გარეშე სრულად განადგურებულიყო ან უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილიყო. მან მილიონები დახარჯა იმ მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, მთელი ქვეყნის კუთვნილებაა. მისი დახმარება მხოლოდ კულტურით არ შემოიფარგლებოდა. მან ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ქართულ ჯარს, რომლის მდგომარეობაც მანამდე, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე იყო და ჯარისკაცებს ელემენტარული აღჭურვილობაც არ ჰქონდათ. მონაწილეობდა პოლიციის რეფორმის განხორციელებაში, (ფინანსურად) ეხმარებოდა სოფლის მეურნეობას, აფინანსებდა სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტს და საკუთარი სახსრებით აკეთებდა იმასაც, რისი უზრუნველყოფაც სახელმწიფოს უჭირდა, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულება იყო. ის ამისთვის საკუთარ ფულად რესურსს იყენებდა და სანაცვლოდ სარგებელი არ მიუღია. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, მთავარი, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს თვითონ აკეთებდა და ისე ზრუნავდა ქვეყანზე, როგორც საკუთრ ოჯახზე! განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედია მენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა. ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით სხვისთვის, ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.