— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი არ არის შეუცდომელი და მისი დასკვნები შეიძლება მიკერძოებულიც იყოს, ან უნდა შევიდეს ღია წინააღმდეგობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი არ არის შეუცდომელი და მისი დასკვნები შეიძლება…

წლების განმავლობაში ოპოზიცია აქტიურად აპელირებდა ვენეციის კომისიის დასკვნებზე და მათ საბოლოო ჭეშმარიტებად წარმოაჩენდა. ხელისუფლების მხრიდან კი არაერთხელ აღინიშნებოდა, რომ კომისიის რიგი შეფასებები სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, – წერს, ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიიდან გასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი არ არის შეუცდომელი და მისი დასკვნები შეიძლება მიკერძოებულიც იყოს, ან უნდა შევიდეს ღია წინააღმდეგობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან.

„ ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სივრცე საინტერესო დილემის წინაშე დადგა: როგორ რეაქციას გამოავლენს ოპოზიცია აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ვენეციის კომისიაც იმ საერთაშორისო სტრუქტურათა ჩამონათვალში აღმოჩნდა, რომელთა დატოვებაც ვაშინგტონმა მიზანშეწონილად ჩათვალა. კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი რთული: ეყოფათ თუ არა გამბედაობა, გააკრიტიკონ თავად დონალდ ტრამპი, ან უარყონ ვენეციის კომისია, თუ ისევ შეეცდებიან ვენეციის კომისიის დაცვას და მის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას.
წლების განმავლობაში ქართული ოპოზიცია აქტიურად აპელირებდა ვენეციის კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, მათ საბოლოო ჭეშმარიტებად წარმოაჩენდა და ხელისუფლებას მათი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებდა. ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია კი დასავლური ღირებულებების უარყოფად ან დემოკრატიისგან გადახვევად ცხადდებოდა. ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ვენეციის კომისიის რიგი შეფასებები სცილდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს, ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს და პრაქტიკულად განუხორციელებელი იყო.
დღეს ვითარება შეცვლილია. როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფომ ვენეციის კომისია უსარგებლო და ფულის მფლანგველ სტრუქტურად მიიჩნია და მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ეს ავტომატურად აჩენს კითხვებს მის პროფესიულ მიუკერძოებლობასა და რეალურ როლზე. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ კომისია ხშირად აღარ მოქმედებდა როგორც სიღრმისეული სამართლებრივი ანალიტიკის ორგანო, არამედ გადაიქცა კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარ მექანიზმად.
ვენეციის კომისია ევრობიუროკრატების მიერ წლების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ზემოქმედების დამატებითი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყანაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ისინი ვენეციის კომისიის მეშვეობით, უხეშად ერეოდნენ მათთვის არასასურველი ქვეყნების შიდა საქმეებში.
ამ ფონზე, ოპოზიციისთვის რთული არჩევანია: ან უნდა აღიაროს, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი არ არის შეუცდომელი და მისი დასკვნები შეიძლება მიკერძოებულიც იყოს, ან უნდა შევიდეს ღია წინააღმდეგობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან. ორივე გზა პოლიტიკურად სარისკოა, მაგრამ სწორედ ამ რეაქციაზე გამოჩნდება, რამდენად პრინციპულია მათი დამოკიდებულება საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ და რამდენად მზად არიან კრიტიკული ანალიზისთვის, როცა რეალობა მათ წინა ნარატივს აღარ ემთხვევა.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

16 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ