თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია

დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა…

როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა? – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის შეფასებით, მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების აქტიურ მხარდამჭერებად პოზიციონირებენ, თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ.

მისივე თქმით, პრობლემა თავად რუსეთში კონცერტის ჩატარება, იქ მუშაობა ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობა არ არის.მთავარი საკითხი იმ ადამიანების პოზიციისა და ქმედებების შეუსაბამობაა, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ ქმედებებს, რომლებსაც თავად ახლო წარსულში ახორციელებდნენ.

„ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქცევაში აშკარად იკვეთება ორმაგი სტანდარტი, მონური მორჩილება და გაცვეთილი პატრიოტიზმი.
როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა?
პატრიოტიზმი მხოლოდ სიტყვა და სიტყვები არ არის, ის საკუთარი ქვეყნის მიმართ ემოციური კავშირი და მორალური პასუხისმგებლობაა. ამიტომ სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ სხვისი ქვეყნის ტრაგედია შენში გაცილებით ძლიერ ემოციას იწვევს, ვიდრე საკუთარი სამშობლოს ტრაგედია, სად გადის ზღვარი პატრიოტიზმსა და პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულებას შორის?
მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება, განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები არიან. 2008 წლის ომის შემდეგ კი, როდესაც საქართველოს ტერიტორიები იყო ოკუპირებული, ისინი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ. მეტიც, ომიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ კონკრეტული ადამიანები რუსეთში საქმიანობდნენ, მართავდნენ კონცერტებს და მონაწილეობდნენ იმ ქვეყნის კულტურულ ღონისძიებებში, რომლის სამხედრო აგრესიასაც საქართველო სულ რამდენიმე თვის უკან ჰქონდა განცდილი.
აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანებს ოდესმე რუსეთში კონცერტი ჰქონდათ, იქ მუშაობდნენ ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობდნენ. პრობლემა არის, მათი ცხოვრების წესი, უპრინციპულობა და ორმაგი სტანდარტი, ისინი დღეს აპროტესტებენ, ქმედებას, რომელსაც ახლო წარსულში თვითონ სჩადიოდნენ,
პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი. ვერ იქნები საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, თუ შენი ქვეყნის ტრაგედია შენთვის მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ხოლო სხვა ქვეყნის ომი გულწრფელი ემოციისა და მორალური აღშფოთების მიზეზი, მაშინ სრულიად ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ სიტყვა „სამშობლო“ შენთვის ღირებულება კი არა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

9 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

9 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

10 სთ წინ2 წთ