— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს – რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ

დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ…

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, დიალოგის აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, უპირველესად კი, საქართველოს სუვერენიტეტი, დეოკუპაცია, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ. სწორედ იმ საკითხებს წარმოადგენს, რომლებზეც საუბარი და გამოსავლის ძიება აუცილებელია. დიალოგი არ ნიშნავს დათმობას, მით უფრო, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, პრობლემების მოუგვარებლობა და ურთიერთობის სრული ჩაკეტვა არსებულ რეალობას ვერ შეცვლის, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგნელის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს, ასევე, დამატებით საბაბს უქმნის ოპოზიციას, გააძლიეროს ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ არსებული პროპაგანდა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, ,,ქართული ოცნების” დისკრედიტაციას ცდილობენ.

,,პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს. იქნება ეს ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებული გაუგებარი პრეტენზიები, უკრაინის ომის დაფინანსების შესახებ საუბარი თუ ერთი შეხედვით უწყინარი ჰუმანიტარული ინიციატივები, მათ შორის უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის საკითხი, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ინიციატივები საქართველოში რადიკალური ოპოზიციისთვის დამატებით საბაბს ქმნის, გააძლიეროს პროპაგანდა ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ.
განსაკუთრებით თვალში საცემია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პოზიცია. წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა რუსეთის თემას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებდა და დღესაც იმავე გზას აგრძელებს. პარადოქსულია, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია და არაერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის. შესაბამისად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ხმამაღლა საუბრობენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, გაიხსენოს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას დაუტოვა.
ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლების ქმედებებიც ცალკე შეფასებას საჭიროებს. თუ მათი ინიციატივები საბოლოოდ იმ პოლიტიკური ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს, რომლებიც საქართველოს შიდა დაპირისპირების გაღრმავებით არიან დაინტერესებული, მაშინ ისმის კითხვა, რამდენად შეესაბამება ეს, თავად რუსეთის მიერ დეკლარირებულ ურთიერთობის მოწესრიგების ინტერესს.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თვითონ სააკაშვილის სტატუსი, რომელიც მან დაწერიდან მალევე წაშალა, სადაც სააკაშვილი ვარდების რევოლუციაში რუსეთის როლს აღნიშნავს და ვარდების რევოლუციას რუსეთს მიერ მხარდაჭერილ პროცესად აფასებს, რაც ნიშნავს, რომ სააკაშვილი სწორედ რუსული პროექტი იყო და რუსეთი დღემდე ცდილობს, საკუთარი აგენტურის დახმარებას. ნაციონალური მოძრაობის,(რადიკალური ოპოზიციის) და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნების, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, ქართული ოცნების დისკრედიტაციას ცდილობენ,” – წერს დავით ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

3 წთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

3 წთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

1 სთ წინ5 წთ