— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება…

“როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა”- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე და ქვეყანაში ინვესტიციების მიმართ საზოგადოებაში წარმოქმნილ შიშშზე საუბრობს.

მისი თქმით, სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც.

“დღევანდელ აკაცუკებს დავით აღმაშენებლის დროს რომ ეცხოვრათ, ყივჩაღთა ჩამოსახლებას აქციებით შეხვდებოდნენ და „ყივჩაღიზაციას“ გააპროტესტებდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ სურს ტრამპ თაუერის მშენებლობა, ნაწილს კი არაბული ინვესტიციით დაგეგმილი ორი ახალი დასახლების მშენებლობა. თითქოს საქართველოში ინვესტიციის შემოსვლა ავტომატურად რაღაც საფრთხეს ნიშნავს.

უნდა გვესმოდეს მარტივი რამ ეს არის ინვესტიცია და არა „არაბული“, „ამერიკული“ თუ „გერმანული“ დასახლებები. როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა.

თუ ჩვენს წარსულს გადავხედავთ, დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში ყივჩაყთა დიდი ჯგუფის ჩამოსახლება მოხდა. ჩვენთვის ცნობილი და ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, საუბარია 40 000 ყივჩაყურ ოჯახზე რაც ოჯახების საშუალო შემადგენლობის მიხედვით დაახლოებით 160–200 ათას ადამიანს ნიშნავს, თუნდაც 100 000 ათასი იყოს, ეს იმ დროისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია, რადგან საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონს არ აჭარბებდა (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის)

წარმოიდგინეთ, დღევანდელი აკაცუკი როგორი აღშფოთებით და გაბრაზებული შეხვდებოდა დავით აღმაშენებლის ამ სტრატეგიულ ნაბიჯს, ალბათ აქციაზე იდგება ბუკის და ნაღარის პარალელურად ხმის იოგების დაწყვეტამდე იყვირებდა, ” გადადგეს მეფე” “უცხო ტომელებს არ შემოვუშვებთ” “არა ყივჩაყიზაციას” “ყივჩაყებო ქვეყანას არ დაგითმობთ” და ა.შ. ბოლოს იმ ერთ მთავარ აქციას დააორგანიზებდნენ, რომლის სლოგანიც იქნებოდა, საქართველოს დავითის და ყივჩაყების გარეშე. რეალურად კი ყივჩაყთა ჩამოსახლება დავითის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

100 ათასობით ადამიანის ჩამოსახლებასა და რამდენიმე მილიარდის ინვესტიციას ერთმანეთს ვერც კი შევადარებთ. მაგრამ მაგალითი ერთ რამეს კარგად აჩვენებს სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც. ნუ ვეძებთ კატას ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კატა იქ საერთოდ არ არის.
პ.ს. დავით აღმაშენებელი დღეს სად არის ყველამ ვიცით, აღმაშენებელი არის წმინდანი და საქართველოს ისტორიაში უდიადესი მეფე! აკაცუკები კი სამწუხაროდ ნეხვში არიან”- წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

11 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ