— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა – აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს

დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის…

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს.

მისივე თქმით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს.

„საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა.
საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა ხდება საფრანგეთში.
მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს. მათი მოთხოვნა არ არის რაღაც განსაკუთრებული მათ უბრალოდ ხარისხიანი განათლება და ნორმალური სასწავლო გარემო სურთ.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებს, განათლებაზე თანაბარი წვდომა და ღირსეული პირობები უზრუნველყოს.
მაგრამ როდესაც მოსწავლეები ამ პრობლემებზე პროტესტს გამოთქვამენ, საფრანგეთის ხელისუფლების პასუხი არის პოლიცია, ცრემლსადენი გაზი და დაკავებები, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება.
რა თქმა უნდა, პროტესტის დროს ძალადობა, პოლიციაზე თავდასხმა ან ქონების განადგურება დანაშაულია და ეს ცალკე სამართლებრივი საკითხია, მაგრამ ვერ პასუხობს, მთავარ კითხვას. რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ქვეყანაში განათლების პრობლემებზე პროტესტის მონაწილე ბავშვების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენება გახდა საჭირო?
აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს. საფრანგეთის ხელისუფლებას ვურჩევ, საკუთარ ქვეყანაში მოუსმინონ მოქალაქეებს, უზრუნველყონ ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლება და შემდეგ ასწავლონ სხვებს დემოკრატია. რადგან დემოკრატია მხოლოდ სიტყვა და საერთაშორისო ტრიბუნიდან წაკითხული ლექცია არ არის. დემოკრატია პირველ რიგში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქეების წინაშე.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

14 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

14 სთ წინ3 წთ