— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: „ტვ პირველმა“ ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ – „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად, სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან

დავით ჩიხელიძე: „ტვ პირველმა“ ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ…

„ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც მის “სანდოობას” და “ობიექტურობას” ამხელს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია და ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან.

„ტელეკომპანია „ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც ტვ პირველის “სანდოობას” და “ობიექტურობას” ამხელს.
ბიძინა ივანიშვილი მკვეთრად განსხვავდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საკუთარ საქმიანობას პირადი გამდიდრებისკენ მიმართავენ. პირიქით, იგი უკვე ათწლეულებია საკუთარ ფინანსურ რესურსს საქართველოს განვითარებას ახმარს. მისი ქველმოქმედებითი საქმიანობა მოიცავს განათლებას, კულტურას, ინფრასტრუქტურას და სოციალურ პროექტებს, ხოლო საერთო ჯამში გაწეული დახმარება რამდენიმე მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის მხარდაჭერაა.
ამ ფონზე ტვ პირველმა ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ.
ტვ პირველის სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

2 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

6 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

6 სთ წინ2 წთ