— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა- უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი

დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო…

სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან.- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა და სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა და ახსსენებს, რომ გიორგი ბარამიძის ფრაზა, რომ თითქოს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა.

„როდესაც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების, ყველა არსებული გეგმა ჩავარდა, ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს, პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, ეკონომიკაზე შეტევა გადაწყვიტეს. სწორედ ამ მიზნისთვის არის შერჩეული ტურიზმი. სექტორი, რომლის დაზიანებაც ქვეყნის ეკონომიკაზე სწრაფად და მტკივნეულად აისახება.
გარე ძალების ახალი გეგმის შესაბამისად ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში ტურისტებს საჭმელში უშარდებიან, ტყეში ტოვებენ ან უცხოელებისთვის აქ ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.
მიზანი მარტივია: ტურისტი შეშინდეს, საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, შემცირდეს შემოსავლები და ეკონომიკას პრობლემა შეექმნას. რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკური ფრონტით, ახლა ეკონომიკური ფრონტის გახსნით ცდილობენ. სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან. ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი!
ფაქტია, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა, სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა. გადავედით დაპირისპირების ახალ ეტაპზე, სადაც რამდენიმე ჯგუფის კოორდინირებულ ქმედებებს ვხედავთ, მათ შორის პოლიტიკური აქტორებიც არიან, დღეს უკვე ნათელია, რომ ბარამიძის ფრაზა, ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა.“- წერს ჩიხელიძე.