თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: World Justice Project-ის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, World Justice Project-ის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეიტინგის თვალსაზრისით, არამედ იმ ტენდენციის კუთხითაც, რომელსაც ის ასახავს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის შეფასებით, არსებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის.

„ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, World Justice Project-ის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეიტინგის თვალსაზრისით, არამედ იმ ტენდენციის კუთხითაც, რომელსაც ის ასახავს.
საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობის ინდიკატორით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე სფეროში პოლიციასა და ძალოვან სტრუქტურებში კორუფცია არ არსებობს. 100-ქულიან სისტემაში 85 ქულის მიღება და მსოფლიოში 22-ე პოზიცია მიუთითებს ინსტიტუციურ სიმწიფეზე და ადმინისტრაციული მართვის ეფექტიანობაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარება სხვა ქვეყნებთან. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ასევე ნატოსა და ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ინსტიტუციური ეფექტიანობა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მასშტაბთან ან ევროკავშირის წევრობასთან, ხშირად გადამწყვეტია მართვის მოდელი და პოლიტიკური პრიორიტეტები.
რა თქმა უნდა, არცერთი რეიტინგი არ ნიშნავს სრულყოფილებას. თუმცა როდესაც ქვეყანა რეგიონში პირველ ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის არაერთ წევრს, ეს მიუთითებს სწორ მიმართულებაზე. არსებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის.
პ.ს. აღნიშნულ კვლევაში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები მოლდოვა და უკრაინა არიან.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

45 წთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

3 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ