— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

La Tribune: მაკრონმა ტრამპს ბრეტონისთვის სანქციების მოხსნა სთხოვა

La Tribune: მაკრონმა ტრამპს ბრეტონისთვის სანქციების მოხსნა სთხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმ სანქციების გაუქმება სთხოვა, რომლებიც ვაშინგტონმა გასულ წელს არაერთ გავლენიან ევროპელს, მათ შორის ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს დაუწესა. მაკრონი ამტკიცებს, რომ ეს ზომები „უსამართლოდ იყო მიღებული“.

„მსურს პირადად მივაპყრო თქვენი ყურადღება იმ სანქციებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის ორ ფრანგს – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლა გიიუსა და ყოფილ ევროკომისარ ტიერი ბრეტონს დაუწესა. გთხოვთ, გადახედოთ თქვენი ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებს და გააუქმოთ ნიკოლა გიიუსა და ტიერი ბრეტონისთვის უსამართლოდ დაწესებული სანქციები“, – წერს მაკრონი თავის ამერიკელ კოლეგას გასულ კვირას გაგზავნილ წერილში, რის შესახებაც გამოცემა La Tribune იტყობინება.

ბრეტონი და გიიუ ევროპის იმ მოქალაქეს შორის არიან, რომლებსაც თეთრმა სახლმა სანქციები დაუწესა. ვაშინგტონი ამ ევროპელ ლიდერებსა და ინსტიტუტებს აშშ-ის ინტერესების შელახვაში ადანაშაულებდა. სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა, ასევე ამერიკული ტექნოლოგიებითა და საგადახდო მომსახურებებით სარგებლობა.

გასულ წელს ბრეტონმა ევროკავშირს მოუწოდა, „უაღრესი სიმკაცრით“ უპასუხოს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მისი და ოთხი სხვა ევროპელის დასანქცირების შესახებ.