— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის გასვლა ვენეციის კომისიიდან ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ინსტრუმენტად, რაც ვენეციის კომისიის პოლიტიკური წონის შემცირებას და მისი გავლენის შესუსტებას გამოიწვევს

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის გასვლა ვენეციის კომისიიდან ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ იურიდიულ არბიტრაჟს…

აშშ-ის გადაწყვეტილება ვენეციის კომისიიდან გასვლის შესახებ ტრამპის ყველაზე გულწრფელი ნაბიჯია. ვენეციის კომისია არ ეხება ამერიკის უსაფრთხოებას ან ეკონომიკას. ეს არის დემონსტრაციული უარი იმ იდეაზე, რომ დემოკრატია უნდა დამტკიცდეს გარე „კომპეტენტური მოსაზრებით“, და არა შიდა სუვერენული გადაწყვეტილებით, – წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, აშშ-ის გასვლა ვენეციის კომისიიდან ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ინსტრუმენტად, რაც ვენეციის კომისიის პოლიტიკური წონის შემცირებას და მისი გავლენის შესუსტებას გამოიწვევს.

„რატომ არის აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ვენეციის კომისიაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ – ტრამპის ყველაზე პირდაპირი და გულწრფელი ნაბიჯი. ის არ ეხება ამერიკის პრეზიდენტის ბიზნეს-პრაგმატიზმს, ხოლო ვენეციის კომისია არ ეხება ამერიკის უსაფრთხოებას ან ეკონომიკას. დეკლარირებულად ეს არის საერთაშორისო სამართლის მსაჯული, რომელიც წყვეტს – ვისი არჩევნები ჩატარდა „საკმარისად დემოკრატიულად“, ვისი კონსტიტუცია „შეესაბამება სტანდარტებს“, ვისი რეფორმებია „ლეგიტიმური“ და ა.შ.
აშშ-ს გასვლა ამ სტრუქტურიდან ცალსახად ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ ნორმატიულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ან თუნდაც სასარგებლო ინსტრუმენტად. ეს არის დემონსტრაციული უარი იმ იდეაზე, რომ დემოკრატია უნდა დამტკიცდეს გარე “კომპეტენტური მოსაზრებით”, და არა შიდა სუვერენული გადაწყვეტილებით. ასე რომ ტრამპის სიგნალი ცხადია: უკიდურესი სუბიექტურობისა და იდეოლოგიური უსამართლობის ტყვეობაში მყოფი იურიდიულ-მორალური მფარველობის ეპოქა დასრულდა.
ვენეციის კომისია საქართველოსთვის ფორმალური სტრუქტურა არასდროს ყოფილა – ის იყო დაცვის ინსტრუმენტი:
„არადემოკრატიულობის“ ბრალდებებისგან, შიდა რადიკალური სცენარებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობებისგან. უფრო სწორად, ის უნდა ყოფილიყო ასეთად და ბოლო წლები, ის ასეთად არასდროს იყო. აშშ-ს ფაქტობრივი გასვლა ამ სტრუქტურიდან ნიშნავს კომისიის პოლიტიკური წონის მკვეთრ შემცირებას, მისი – როგორც „უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების“ სტატუსის დაკარგვას.
ეს ნიშნავს ბაიდენის ეპოქის დროინდელი ამერიკული პოლიტიკური ზურგის გაქრობას და ვენეციის სპეციფიურ წლებში მის ვირტუალურ ჩაძირვას თავისივე ანგაჟირებული რეკომენდაციებით. ქართული “ოპოზიცია” ამ გადაწყვეტილებით კარგავს უნივერსალურ ბერკეტს, რომლითაც ადრე შესაძლებელი იყო ხელისუფლებაზე ზეწოლა „სავალდებულო საერთაშორისო ექსპერტიზის“ სახით. ამჟამად, ზე-მნიშვნელოვანი ამერიკული ზურგის გარეშე, მთელი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე ქვეყნის შიგნით – კონცენტრირდება მის სუვერენულ ინსტიტუციებზე, გარე მსაჯულის გარეშე.“ – წერს ქართველიშვილი.