— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ვენეციის კომისია ხშირად სცილდებოდა სამართლებრივ შეფასებას და ჰგავდა პოლიტიკურ დასკვნას, რომელიც საქართველოს ჩარჩოებში ჩასმას ემსახურებოდა – აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას

თამთა მეგრელიშვილი: ვენეციის კომისია ხშირად სცილდებოდა სამართლებრივ შეფასებას და ჰგავდა პოლიტიკურ დასკვნას, რომელიც…

აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები არაეფექტიანია, მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას, რთულია ძველი ნარატივის შენარჩუნება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო კომისიები თავს უფლებას აძლევენ/აძლევდნენ, არა სამართლებრივად დასაბუთებული, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურას მორგებული დასკვნები გააკეთონ, რითაც ქვეყნების შიდა საქმეები ჩარევის სახიფათო პრეცედენტი იქმნება,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი აშშ-ის მიერ ვენეციის კომისიიდან გასვლის ფაქტთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის მითითებები საქართველოსთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია აღარ აღიქმება როგორც ნეიტრალური პროფესიული აზრი და ის შეფასებულია, როგორც „კონკრეტული ინტერესების გამტარი დოკუმენტი“.

„კონტექსტი შეიცვალა და ამ ცვლილებას გვერდს ვეღარავინ აუვლის.
წლების განმავლობაში საქართველოში არსებობდა ერთგვარი დაუწერელი წესი: თუ ვენეციის კომისია რაღაცას იტყოდა, ეს ავტომატურად საბოლოო ვერდიქტად ცხადდებოდა.
განსაკუთრებით ოპოზიციურ რიტორიკაში, სადაც მისი შეფასებები გამოიყენებოდა არა სამართლებრივი მსჯელობისთვის, არამედ შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ხელისუფლებაზე ზეწოლის, ლეგიტიმაციის წართმევის და საკუთარი პოზიციის „გადაფუთვის“ მიზნით.
დღეს ეს სქემა დაირღვა.
აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები არაეფექტიანია, მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას, რთულია ძველი ნარატივის შენარჩუნება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო კომისიები თავს უფლებას აძლევენ/აძლევდნენ, არა სამართლებრივად დასაბუთებული, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურას მორგებული დასკვნები გააკეთონ, რითაც ქვეყნების შიდა საქმეები ჩარევის სახიფათო პრეცედენტი იქმნება.
ვენეციის კომისიის მიმართ კრიტიკა ყოველთვის ერთსა და იმავე საკითხს უკავშირდებოდა ის ხშირ შემთხვევაში სცილდებოდა სამართლებრივ შეფასებას და უფრო მეტად ჰგავდა პოლიტიკურ დასკვნას, რომელიც საქართველოს წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებში ჩასმას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა მისი რეკომენდაციები აღარ აღიქმებოდა როგორც ნეიტრალური
პროფესიული აზრი, არამედ შეფასებული იყო როგორც კონკრეტული ინტერესების გამტარი დოკუმენტები.
ამ პროცესმა ბუნებრივად დააყენა სუვერენიტეტის საკითხიც. როდესაც გარე სტრუქტურა ცდილობს, ქვეყნის შიდა სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები საკუთარი ხედვის მიხედვით „დაარეგულიროს“, ეს უკვე თანამშრომლობა აღარ არის ეს არის გავლენა, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების სახელით ხორციელდება. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა ამ ორგანიზაციების რეალურ როლზე და მიზნებზე.
დღეს მთავარი ინტრიგა აღარ არის ვენეციის კომისია. მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა ქართული ოპოზიცია რეალობასთან ადაპტირებას.
დარჩება თუ არა ძველ სქემებში, სადაც „საერთაშორისო დასკვნა“ ავტომატურად სიმართლის სინონიმია, თუ ერთხელ მაინც გაბედავს თქმას, რომ პრობლემა არა მხოლოდ შიდა პოლიტიკაში, არამედ იმ გლობალურ ინსტიტუტებშიცაა, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშეუხებელ ავტორიტეტებად ითვლებოდა.
ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ვენეციის კომისიამ, დიდი ხანია გადაუხვია იმ თავდაპირველ მიზნებს, რომელთა გარშემოც ისინი შეიქმნა,აუცილებელია მათი რეორგანიზაცია და პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი არსებობა და ფუნქციონირება აზრს კარგავს.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

15 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ