თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით ირაკლი კირცხალია – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი – პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი – პროდუქტები, საწვავი, კომუნალური…

„პარტია “გახარია გერმანიისთვის” დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს. თუმცა ქართულ საზოგადოებას მეხსიერება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში: გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი – პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი. და ეს ხდებოდა არა გლობალური ომის ან რეგიონული სატრანზიტო კოლაფსის ფონზე, არამედ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქაოსური გადაწყვეტილებებითა და პანიკური მართვით იყო პარალიზებული.
დღეს განსაკუთრებით კომიკურია იმის ყურება, როგორ ცდილობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდში ინფლაციამ რეკორდები მოხსნა, თავი „ხალხის ჯიბის დამცველებად“ წარმოაჩინონ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სახლს ცეცხლი წაუკიდო და შემდეგ წყლის კასრებით დარბოდე და მეხანძრეებს კვამლში ადანაშაულებდე. გახარია და მისი გუნდი მაშინ საზოგადოებას „სიტუაციის კონტროლზე“ უყვებოდნენ ზღაპრებს, რეალურად კი მოსახლეობა ყოველდღიურად იღებდა ისეთ ფასებს, რომ სუპერმარკეტებში ხალხს თვალის ნერვული ტიკი ეწყებოდა. ახლა კი იგივე ადამიანები ეკონომიკის ლექციების კითხვას ცდილობენ მათთვის, ვინც მაინც ცდილობს გაუმკლავდეს გლობალური ინფლაციის, ენერგოკრიზისისა და საერთაშორისო ტურბულენტობის შედეგებს.
ამ ფონზე მოქმედი ხელისუფლება უამრავი პრობლემის ფონზე, ბევრად უფრო პრაგმატულად და გულწრფელად გამოიყურება. პოლიტიკური გასტროლიორებისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავრობა პრობლემას პირდაპირ მაინც აღიარებს, ცდილობს აამოქმედოს ბაზრის კონტროლის მექანიზმები, საუბრობს კარტელურ სქემებზე და ცდილობს მომხმარებელზე ზეწოლის შემცირებას. საბოლოო ჯამში, რამდენად რა გამოუვა – ფინალში ვიმსჯელოთ და მანამდე მათ ჩასაქოლად გამიზნულ ქვებს თავი დავანებოთ.
და რაც მთავარია – საქართველოს ეკონომიკა დღესაც ბევრისთვის გამაღიზიანებელ ზრდას აგრძელებს, ბევრის გულების გასახეთქად – ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, სატრანზიტო ფუნქცია ძლიერდება – ამის დაკნინების მიუხედავად, ხოლო ქვეყანა გლობალური არასტაბილურობის პირობებშიც ინარჩუნებს მდგრადობას – რაც განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ზოგიერთისთვის. ამიტომ გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს – ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით.“ – წერს ქართველიშვილი.