„ანუ, გუშინდელი თემა გრძელდება. წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს – უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით “ქართველ ხალხთან” – კობახიძეს “ღალატში” დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ – “ღალატის” ახალი კურსი შეიმუშავა – 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?
დღეს კობახიძეა ერთპიროვნულად დამნაშავე იმაზე, თუ როგორ და რატომ დაცარიელდა ეტაპობრივად 1700 ქართული სოფელი, მათ შორის “ქვების ხროვად” შერაცხული? რატომ ვეღარ “ძოვენ” გლეხის ამარა დარჩენილ რეგიონებში საკმარისი რაოდენობის გემრიელი “ჩიჩიები”, რათა 2 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე თავკომბალა თბილისი გამოკვებონ იაფი და ხარისხიანი სოფლის პროდუქციით? რათა საღამოს, სახლში დაბრუნებული იმ 600 ათასი ავტომანქანის მძღოლმა – მთელი დღის განმავლობაში წრეებს რომ ურტყამენ თბილისის ქუჩებს – ხარისხიანი და იაფი კატლეტი მიირთვან?
ამ ყველაფრის გამო – მავნებლებმა, მოღალატეებმა და უსამშობლოებმა – კობახიძეს ვერდიქტი გამოუტანეს ღალატში? თანაც – მისივე მომხრეების სახელით? იმავე სოფლის მეურნეობაში ქვეყანაში არსებული სირთულეები, რომელთა ხანდაზმულობა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ირაკლი კობახიძე გამოჩნდებოდა ქართულ პოლიტიკაში, გამრავლებული გემოდაკარგულ კვერცხზე – დღეს კობახიძის “ღალატის” ფორმულაშია ასახული? და რომელი ხართ ის მშიერი და პირში გემოდაკარგული “ქართველი ხალხი” – ვინც ამაში მას ერთპიროვნულ ბრალს სდებთ?“ – წერს ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით “ქართველ ხალხთან” – კობახიძეს “ღალატში” დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ “ღალატის” ახალი კურსი შეიმუშავა – 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
პოლიტიკა