— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

„კარფურის“ გენერალური დირექტორი დავიტ ქარქაშაძე: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას

„კარფურის“ გენერალური დირექტორი დავიტ ქარქაშაძე: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და…

უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან – მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, – განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
ქარქაშაძის თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე „კარფურს“ აქვს 2-3 პროცენტიანი მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც ამ პროდუქციაზე მარჟას საერთოდ არ ადებენ.
„იმავდროულად, ჩვენმა დისტრიბუტორმა იცის ჩვენი მიდგომა პროდუქციასთან მიმართებით, რომ მათზე, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს 2-3 % მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ ვადებთ ამ პროდუქციაზე მარჟას.
საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას,“ – განაცხადა ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, საცალო ქსელების ოპერატორისთვის, ყველაზე დიდი ტვირთია, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე დიდხანს დევს, ამიტომ, საქონლის რეალიზაციით ყველაზე მეტად დაინტერესებული სწორედ „რითეილერია“.

„ყველაზე დიდი ტვირთია რითეილერისთვის, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე არის გაჩერებული დიდი ხნით – ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა, ამიტომ, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი დისტრიბურორი და რითეილერი ხშირად ახსენეთ და ამ ჯაჭვში, ამ სამ მოთამაშეს შორის, ყველაზე დიდი ინტერესი იმანენტურად, რომ საქონლის რეალიზაცია და გაყიდვა თაროდან, აქვს რითეილერს, ვინც ახდენს რეალიზაციას,“ – აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.