თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

“Prime Time”-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა

“Prime Time”-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა

 “Prime Time”-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართულ პოლიტიკაში ბლაჟევიჩის აქტიური ჩართულობისა და არეულობის დაგეგმვის თაობაზე, ჩეხ ინსტრუქტორთან ურთიერთობა მხოლოდ ორ ადამიანს დარჩა, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიაა.

“Prime Time”-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მიცემული დავალება ორ ნაწილად იყოფა: პირველი ხაზი გაერთიანებულია სათაურის ქვეშ “ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს”, სადაც საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის იმედგაცრუებული, შეშინებული და დაღლილი, მიდიან ემიგრაციაში, ხალხი უსამართლობაზე და მაღალ ფასებზეა გაბრაზებული.

მოწოდებული ინფრომაციის თანახმად, ამ ყველაფრით დარტყმა უნდა მიადგეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის უმნიშნელოვანეს მონაპოვარს – ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ინსტრუქციის მიხედვით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დარტყმის მიყენება და წარმოჩენა, თითქოს “ოპოზიციის ალიანსი” ამ ყველაფრის დასაბრუნებლად შეიქმნა. ქვეყნის გარედან გაცემული დავალება ასეთია: ოპოზიციონერებმა თავიანთი გამოსვლებით ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ ივანიშვილი კი არ არის ძლიერი, არამედ, აქამდე ვერავინ შეძლო ოპოზიციური აქტივის გაერთიანება და ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს ამ ხალხის ერთად შეკვრა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, როგორ გადანაწილდა დავალებები ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის: ქვეყნის მდგომარეობაზე, სუვერენიტეტის დაკარგვასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმა დაევალა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს; პარტია “დროამ” უნდა ისაუბროს ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებსა და პროტესტის უწყვეტობაზე; გვარამიას პარტია “ახალმა” უნდა ისაუბროს 26 მაისის შეკრების მიზეზების შესახებ და ახსნას მთავარი პოლიტიკური არსი.

ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ დავალების მიხედვით შესაძლოა კარგი იყოს, “აქციაზე რაიმე მძიმე ადამიანური ისტორიის მოყოლა”. “ევროპული საქართველო”, უცხოელების დავალების შესაბამისად, ემიგრაციაზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და დიუშენის დაავადებაზე ისაუბრებს. რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებელს”, პარტიამ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლების შეცვლის გზებზე. “თავისუფლების მოედნის” სასაუბრო თემა კი, ინსტრუქციის თანახმად, რეგიონები და თვითმმართველობებია. უცხოელ პატრონებს, არც დღევანდელ აქციაზე გამომსვლელთა შერჩევა დავიწყებიათ.

ჩვენთვის ცნობილია სავარაუდო გამომსვლელების ვინაობა, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, მათივე პარტიებისთვის გადანაწილებული თემების შესაბამისად დასვამენ აქცენტებს. ჩვენს ხელთ არსებული სია ასე გამოიყურება: ლევან ცუცქირიძე – რეგიონები, თენგო თევზაძე – ახალი არჩევნები, გიგი წერეთელი – პოლარიზაცია, სამედიცინო თემები, დიუშენის დაავადება; გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი – უსაფრთხოება; გიორგი ვაშაძე – გაფრთოების კამპანია, ოპოზიციის ალიანსი, ჯარიმები; ნანა ტოხვაძე – ემიგრანტების თემა. გამომსვლელები არიან ასევე, ნოდარ ჩაჩანიძე და ნიკა გვარამია.

“Prime Time”-ის ინფორმაციით, აქციის ბოლოს უნდა გამოცხადდეს საზაფხულო კამპანია – “ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ოპოზიციის დავალებაა, შექმნას განცდა, რომ მათი ერთობა რეალური და ნამდვილია და მაქსიმალურად შეეცადონ შიდა დაპირისპირების დამალვას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება არ არის მხოლოდ ოპოზიციის შიგნით – ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული უთანხმოება იყო იგორ ბლაჟევიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, რისი მიზეზიც გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედება – მათ აქციაზე გამოსასვლელი სიტყვები ChatGPT-ის დახმარებით დაწერეს, რაზეც ბლაჟევიჩმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მკაცრი გაფრთხილება მისცა .

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

7 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

8 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

8 სთ წინ1 წთ