“ერთი წლის წინანდელ ქმედებებზე და არსებულ ვითარებაზე დღეს იტყუებიან და ამბობენ, თითქოს, რაიმე ფორმით დაზიანება მიიღეს, არადა, მსგავსი რამ არ მომხდარა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ეს არის ტყუილი, რომლითაც, გარე აქტორებს, გარე დამხმარე პირებს, დავალების მიმცემებს და მათი პროპაგანდის მატარებელ მედიასაშუალებებს, შესაძლოა, კვლავ ჰქონდეთ პროვოკაციის და ტყუილის გარკვეული მცდელობა, თუმცა, სიმართლე არის ერთი – ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა გამოიძიეს თავიდან ბოლომდე ეს საკითხი, არსებობს შესაბამისი გამოძიების მასალები და იყო მკაფიოდ გაკეთებული განცხადება, რომ თუ ვინმეს საერთაშორისო პლატფორმებიდან დააინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე და აქვთ იმის მზაობა, ეს ტყუილი შეიცნონ და გაიაზრონ, მობრძანდნენ და ჩვენ ამ მასალებს ვაჩვენებთ. დანარჩენი ყველაფერი, არის ცრუპენტელობა, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. “ბიბისის” რეპუტაციაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მოუსმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას და ნახავთ, რეალურად რას დაემსგავსა დღეს, ერთ დროს ავტორიტეტული ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დავით მათიკაშვილი “კამიტით მოწამვლის” კამპანიაზე: სიცრუით, რომელიც “ბიბისის” მიერ იქნა წარდგენილი და სუს-მა გამოძიებით დაადასტურა, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადიკალები ცდილობენ, ისევ მოატყუონ საზოგადოება
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია
პოლიტიკა