— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს  საკუთარი და მისი სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ის ეცადა კვლავ  თავის გამართლებას, ისევ ტყუილებით და უსინდისობით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს საკუთარი და მისი სისტემის მიერ ჩადენილი…

მიხეილ სააკაშვილს და მის სადისტურ რეჟიმს ხელები აქვს გასვრილი ქართველი ხალხის სისხლში.  ჩვენ გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ. ჩვენ გვახსოვს მიტაცებული ბიზნესი, ჩვენ გვახსოვს წამება, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში. ჩვენ  გვახსოვს ოკუპანტისთვის გადაცემული ტერიტორიები, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც  ინგა გრიგოლიას მიერ მის გადაცემაში ნათქვამ ფრაზას მოჰყვა –  „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ირღვეოდა ადამიანის უფლებები“.

მათიკაშვილის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილის და მისი სისტემის მიერ მოკლული და ნაწამები ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ მან მოინანიოს ჩადენილი დანაშაულები ის კვლავ ნაცარს აყრის საზოგადოებას თვალებში.

„დანაშაულების კასკადი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ხალხს, ერს, თავზე დაატეხა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მისთვის სინდისს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ის წარმოადგენს ჩვეულებრივ დამნაშავე, კრიმინალს, რომელსაც საკუთარი ერის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და დღეს ცდილობს თავი გაიმართოს არა და ყველა ძალიან კარგად გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები, მოკლული ვაზაგაშვილი, ნაწამები მოლაშვილი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. რამდენი ათეულობით და ასეულობით მოკლული ახალგაზრდა და წამება, რომლზეც ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში თქვა რომ ის გაოგნებას ვერ მალავდა იმდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე წამებას და ამავდროულად მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად იყო აღიარებული დასავლეთში. ეს არის ცინიზმი და დაცინვა ქართველი ხალხის, რაც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ იკადრა და ამდენი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, გაიხსენოს ყველაფერი მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მისი სისტემის მიერ დანგრეული და აოხრებული ეს ქვეყანა, ის ნაცვლად ამისა ეცადა კვლავ საკუთარი თავის გამართლებას ისევ ტყუილებით და უსინდისობით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს.“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის საუბრობს ვაზაგაშვილზე და აცხადებს, რომ “მოდით ჩამოვთვალოთ რა კატეგორიის ადამიანის “უფლებები” დაირღვა: ვაზაგაშვილის უფლება დაირღვა და მის მიერ მოკლული ხალხის არა?”.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

3 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ