— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

დავით სონღულაშვილი: დმანისში ფრანგულ-ქართული ინვესტიციით შექმნილი ფერმა ერთ-ერთია, რომელიც ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს

დავით სონღულაშვილი: დმანისში ფრანგულ-ქართული ინვესტიციით შექმნილი ფერმა ერთ-ერთია, რომელიც ქართული აგროსასურსათო პროდუქციის…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში იმყოფებოდა, სადაც ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანიის „დმანისის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მაღალტექნოლოგიური ფერმა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. სარგებლობს პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. თანამედროვე სტანდარტებით მოქმედი ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის საქონელზე. დღეისათვის, ფერმაში სალერსის ჯიშის 800 სული პირუტყვია, ფერმა პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანიის ფრანგ აქციონერებთან და კომპანიის ექსპერტებთან, რომელთა რეკომენდაციებით იმართება კომპანიაში პროცესი და ხდება დასაქმებული ადგილობრივების კვალიფიკაციის ამაღლება.

„მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დმანისში ფრანგულ-ქართული ინვესტიციით განხორციელებულ ფერმაში გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ასეთი ინვესტიციებით, ასეთი ტიპის ფერმების განვითარებით შესაძლებელია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება, ხოლო შემდეგ, საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენება“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომპანიის „დმანისის მეცხოველეობა“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ჟაკ ფლურიმ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე წლის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულ თანამშრომლობაზე. სწორედ ამ პროცესმა შექმნა შესაძლებლობა, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილიყო მაღალტექნოლოგიური ფერმა.
მინისტრთან ერთად დმანისის მეცხოველეობის ფერმაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკოლოზ კობახიძე, საქართველოს პარლამენტის დელეგატი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში დავით შერაზადიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ