დღეს „ქართული ოცნების“ მეცხრე ყრილობა გაიმართება.
ყრილობაზე მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებშია განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც.
პარტიის წესდების შესაბამისად, პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს „ქართული ოცნების“ დელეგატებს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს.


