— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

კაია კალასი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობისთვის ევროკავშირი დიპლომატიურ გზებს ეძებს და აშშ-ის მოკავშირეებს სამხედრო გემების გაგზავნას სთხოვს

კაია კალასი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობისთვის ევროკავშირი დიპლომატიურ გზებს ეძებს და აშშ-ის…

ევროკავშირის უმღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობისთვის ევროკავშირი დიპლომატიურ გზებს ეძებს და აშშ-ის მოკავშირეებს სამხედრო გემების გაგზავნას სთხოვს.

კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არ არიან, საკუთარი სამხედრო პერსონალი ჰორმუზის სრუტეში საფრთხის ქვეშ ჩააგდონ, თუმცა, მისი თქმით, კარი მთლიანად დახურული არ არის.

სრუტის ჩაკეტვის საკითხზე საუბრისას კალასმა შავი ზღვის მარცვლეულის გარიგება გაიხსენა, როგორც შესაძლო მოდელი.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეზე შესაძლოა, მსგავსი დიპლომატიური ჩარჩო იქნეს გამოყენებული.

„შავ ზღვის თავზეც დაფრინავდა რაკეტები და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ გაერო-მ მაინც მოახერხა მოლაპარაკება შავი ზღვის გარშემო ყველა ქვეყანასთან, რათა მარცვლეული შავი ზღვის გავლით გაეტანათ და აფრიკაში შიმშილი არ ყოფილიყო“, – აღნიშნა კალასმა.

ტრანსატლანტიკური ურთიერთობებზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამერიკის „ბოლოდროინდელ ნაბიჯებს“ ვერ იგებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკის მოკავშირეები ვართ, მაგრამ მათ ბოლო ნაბიჯებს ვერ ვიგებთ. ჩვენთან კონსულტაცია არ გამართულა და ომის მიზნებიც გაურკვეველია. ამავდროულად, მზად ვართ, ინვესტიცია ჩავდოთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში, რომელიც დიდ სტრესს განიცდის, მაგრამ ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აშშ-ის არაპროგნოზირებადობას შეეგუა.

„ერთი წლის შემდეგ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ყოველთვის უნდა ველოდეთ მოულოდნელ განვითარებას. ვინარჩინებ სიმშვიდეს და ვართ კონცენტრირებული“, – განმარტა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა