— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს ამკაცრებს, „საეჭვო“ ფინანსური ნაკადების პრევენციის მიზნით.

დიდი ბრიტანეთი საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს ამკაცრებს, „საეჭვო“ ფინანსური ნაკადების პრევენციის…

ორშაბათს, დიდმა ბრიტანეთმა გაამკაცრა საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესები, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენციას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რასაც „საეჭვო დაფინანსება“ უწოდა ბრიტანელმა მინისტრმა სტივ რიდმა.

გასულ წელს, მთავრობამ პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც Reform UK-ის ყოფილი პოლიტიკოსი პრორუსული გამოსვლებისა და განცხადებების გასაკეთებლად ქრთამის აღებისთვის დააპატიმრეს.
მიმოხილვის თანახმად, დიდი ბრიტანეთი მუდმივი პრობლემის წინაშე დგას, რადგან უცხო ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიაზე და შეარყიონ ის, რამაც მთავრობა აიძულა ახალი წესები შემოეღო.
ამიერიდან პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ კანდიდატობამდე მიღებული 2,230 ფუნტზე მეტი შემოწირულობის დეკლარირება და დაამტკიცება, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან იყო მიღებული.
„უცხოელი დონორებისთვის უფრო მკაცრი სტანდარტების დაწესებით და კანდიდატებისგან მათი დაფინანსების წყაროს დამტკიცების მოთხოვნით, ჩვენ მსოფლიოში წამყვან ზომებს ვიღებთ ჩვენი არჩევნების მთლიანობის დასაცავად და საზღვარგარეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა რიდმა განცხადებაში.

https://www.reuters.com/world/uk/uk-tightens-rules-overseas-political-donations-stop-dodgy-funding-2026-07-05