დიდი ბრიტანეთის ქალაქ სუინდონში მდებარე ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური აფეთქება მოხდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სუინდონში მდებარე ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება უილტშირის საგრაფოს ქალაქ სუინდონის სამრეწველო ზონაში მდებარე საწყობში მოხდა.

უილტშირის პოლიციაში განაცხადეს, რომ საწყობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მცირე, 10 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უახლესი

მსგავსი სტატიები