— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: რა სურს ნაცს? – რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ

დიმიტრი სამხარაძე: რა სურს ნაცს? – რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის…

სოციალურ ქსელებში ნაცური ტელევიზიების გვერდებსა და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებს გადავხედე. გასაკვირიც არაფერი მინახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვისი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ! – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცებს”, მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ტელევიზიებსა და “პეროიანებს”, რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი სურთ, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.

“რა თქმა უნდა ნაცური გულის გახარებით, გამოვიყენოთ ახლა სხვისი ტრაგედია ხელისუფლებაში მოსასვლელადო (რაც არასდროს მოხდება). მათ მიერ დასპონსორებული „ნიუსები“ თითქმის მთლიანად არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მკვლელობისა და სიკვდილის თემის გაშუქებაში ხარჯავდნენ რესურსს, ხოლო ის ფაქტი, რომ შსს-მ ბრალდებული დააკავა, მოგვიანებით, სადღაც მიჩქმალულად ახსენეს.
რა სურს ნაცს?
რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, მეტი ადამიანური უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ. მათი აზროვნება სხვის კარნახზეა დამოკიდებული, ხოლო ადამიანური თანაგრძნობა არასოდეს ყოფილა მათი ძლიერი მხარე.
ურჯულოები ხართ და აღარ გამოგდით საზოგადოების თქვენი მეპატრონეების ნებაზე ტარება!
გულითადად ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ვაჟკაცის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. უფალი გფარავდეთ.” – წერს სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

3 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

7 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

7 სთ წინ2 წთ